“თელავი” 7 ფეხბურთელს დაემშვიდობა

0
27

“თელავი” შვიდ ფეხბურთელს დაემშვიდობა, რაც საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ განცხადბაშია ნათქვამი.
“საფეხბურთო კლუბი “თელავი” შვიდ ფეხბურთელს დაემშვიდობა – ლუკა სანიკიძეს, ილია ბერიაშვილს, ზურაბ თევზაძეს, ცოტნე კაპანაძეს, სტრაჰინია პავიშიჩს, დმიტრი რეკიშს და გიორგი კვერნაძეს.
ზემოხსენებულ ფეხბურთელებს გუნდთან მოქმედი ხელშეკრულება დაუმთავრდათ – ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ყველას, წლების მანძილზე გვერდში დგომისთვის, გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს.
რაც შეეხება გუნდის ახალწვეულებს, მათ ვინაობას ოფიციალურად მალე გავასაჯაროვებთ” – იუწყება თელაველთა პრესსამსახური.