თბილისის “დინამოს” პირველი გუნდის მსგავსად, ახალი სეზონისთვის მზადება “დინამო 2”-მაც დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილებმა გასული წელ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის საგზური მოიპოვეს.
დინამოელები 24 იანვრის ჩათვლით თბილისში მოემზადებიან. 24 იანვარს “სამტრედიასთან” ამხანაგურ მატჩსაც ითამაშებენ და მომდევნო დღეს გეზს თურქეთისკენ აიღებენ. დედაქალაქელები თურქულ შეკრებაზე 11 თებერვლამდე დარჩებიან და ადგილზე ამხანაგურ მატჩებსაც გამართავენ. 2 თებერვალს “დინამო 2” ყაზახეთის ყარაღანდის “შახტიორს” შეხვდება, 6 თებერვალს კაკაშვილის გუნდს სპარინგ პარტნიორობას სერბული “ჟელეზნიჩარი” გაუწევს, ხოლო დარჩენილი ორი მეტოქე ახლო მომავალში გაირკვევა.



