“თელავმა” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

0
35

“თელავმა” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“დღეს, 15 იანვარს თბილისში შევიკრიბეთ და ახალი სეზონისთვის მზადება დავიწყეთ. სამზადისი საკმაოდ დატვირთული იქნება და ორ ეტაპად ჩაივლის – ბუნებრივია, ტესტ-მატჩებსაც მრავლად გავმართავთ.
სკ “თელავი” 7 ფეხბურთელს დაემშვიდობა – მეკარე ლუკა სანიკიძეზე და კაპიტან ილია ბერიაშვილზე უკვე იცით, მათ გარდა კი ჩვენი გუნდი ცოტნე კაპანაძემ, ზურაბ თევზაძემ, გიორგი კვერნაძემ, სტრაჰინია პავიშიჩმა და დმიტრი რეკიშმა დატოვეს.
ზემოხსენებულ ფეხბურთელებს გუნდთან მოქმედი ხელშეკრულება დაუმთავრდათ – კლუბი მადლობას უხდის ყველას გვერდში დგომისთვის, გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს.
რაც შეეხება გუნდის ახალწვეულებს, ცხადია, მიმდინარეობს აქტიური სატრანსფერო საქმიანობაც – ჯერჯერობით, გადაწყვეტილია 5 ტრანსფერი, უახლოეს დღეებში კიდევ ველოდებით რამდენიმე ახალწვეულს და მათ ვინაობასაც ოფიციალურად გავასაჯაროვებთ”.