გავაშელიშვილი კარიერას „კოლხეთში“ გააგრძელებს

0
23

მამია გავაშელიშვილი წყალტუბოს „სამგურალიდან“ წავიდა და კარიერას კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ის წარმომადგენელ ფოთის „კოლხეთში“ გააგრძელებს.
გავაშელიშვილმა გასულ სეზონში „სამგურალის“ მაისურით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ის კარიერის განმავლობაში ასევე ქუთაისის „ტორპედოში“ და თბილისის „ლოკომოტივში“ გამოდიოდა. ამ უკანასკნელის რიგებში 9 სეზონი ჩაატარა.