ლოჩოშვილს ბალარდინი გაწვრთნის

0
29

„კრემონეზეს“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, დავიდე ბალარდინი გაწვრთნის.
კრემონელთა ვებგვერდის ინფორმაციით, 59 წლის იტალიელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მან მასიმილიანო ალვინი შეცვალა, რომელიც გუნდს სეზონის დასაწყისიდან ხელმძღვანელობდა და თამაში ვერ მოაგებინა.
ბალარდინის დებიუტი 17 იანვარს იტალიის თასზე „ნაპოლისთან“ შედგება. ის კარიერის განმავლობაში „კალიარის“, „პესკარას“, „პალერმოს“, „ლაციოს“, „ჯენოას“ და „ბოლონიას“ ავარჯიშებდა.