შენგელიამ 15 ქულა ჩააგდო, “ვირტუსმა” უიღბლო სერია შეწყვიტა

0
28
Tornike Shengelia Carpegna Prosciutto VL Pesaro - Segafredo Virtus Bologna LBA Legabasket Serie A UnipolSAI 2022/2023 Pesaro, 26/12/2022 Foto S. Ponticelli / Ciamillo-Castoria

თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა” იტალიის სერია A-ში ბოლო ორმატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. “ვირტუსმა” ბოლონიაში “ვენეცია” ისტუმრა და მძიმე ბრძლაში, ბოლო წამებზე, მინიმალური სხვაობით დაამარცხა – 79:78. ამ გამარჯვებაში შენგელიამ სოლიდური წილი დაიდო. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 28 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა.
თორნიკემ 10-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შენგელიაზე მეტი, 17 ქულა მხოლოდ დანიელ ჰაკეტიმ ჩააგდო.
“ვირტუსმა” 15 ტურში 12 მოგება მოაგროვა და სერია A-ს უმთავრეს კონკურენტ “ოლიმპია მილანოსთან” ერთად ლიდერობს. შენგელიას კლუბი მომდევნო მატჩს 22 იანვარს სტუმრად, “ბრინდიზისთან” გამართავს.