ლებრონმა 38 ათასიან ზღურბლს გადააბიჯა, კარიმ გასოლს გაასწრო

0
26

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “ფილადელფია სიქსერზს” საკუთარ “სტეიპლზ სენთერში” უმასპინძლა და დაძაბულ ორთაბრძოლაში 112:113 დამარცხდა.
ასპარეზობის პირველ პერიოდში ლებრონ ჯეიმსმა ისტორიული მნიშვნელობის ზუსტი სროლა განახორციელა და ასოციაციის ისტორიაში გახდა მეორე კალათბურთელი, რომელმაც 38 ათას ქულას გადააბიჯა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლებრონს 38 024 ქულა დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით “ლეიკერსის” ვარსკვლავი ჩაგდებული ქულების რაოდენობით ლიგის რეკორდსმენს, კარიმ აბდულ-ჯაბარს კიდევ უფრო მიუახლოვდა, რომლის ანგარიშზეც 38 387 ქულაა.
ამასობაში, “გოლდენ სტეიტ უორიორზის” ვარსკვლავი სტეფ კარი, დაგროვებული ქულების რაოდენობით, ნბა-ს რეიტინგში 41-ე ადგილზე გადავიდა. “ჩიკაგო ბულზთან” 118:132 მოგებულ მატჩში კარიმ 20 ქულა, 10 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. კარიმ ასოციაცცის რეგულარულ შეხვედრებში დაგროვილ ქულათა მაჩვენებელი 20902 ქულამდე აიყვანა.
სტეფმა ესპანელ მეფარე პაუ გასოლს (20 894 ქულა) გაუსწრო. ჯერჯერობით მე-40 ადგილზე  დემარ დეროზანია, რომელიც კარიერას აგრძელებს (20 938 ქულა), თუმცა, კარის მიერ მისი გადასწრება მცირე დროის ამბავია.