„დინამომ“ გვიშიანი „სამტრედიაში“ გაანათხოვრა

0
48

თბილისის „დინამომ“ შემტევი ნახევარმცველი გიორგი გვიშიანი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ „სამტრედიაში“ გაანათხოვრა.
19 წლის ფეხბურთელმა გასსული სეზონი „დინამოში“ დაიწყო, სადაც 2-ჯერ ითამაშა და შემდეგ იჯარით „გაგრაში“ გაუშვეს, სადაც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში 17 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ის 2021 წელსაც იჯარით „გაგრაში“ გამოდიოდა და მაშინ 13 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.