„ჩელსიმ“ მუდრიკი 70 მილიონად შეიძინა

0
61

ლონდონის „ჩელსიმ“ დონეცკის „შახტარიდან“ თავდამსხმელი მიხაილო მუდრიკი შეიძინა.
უკრაინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა და ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. მუდრიკის სანაცვლოდ „შახტარი“ 70 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კიდევ 40 მილიონი ბონუსის სახითაა გათვალისწინებული.
მუდრიკის ხელფასი „ჩელსიში“ წელიწადში 7,5 მილიონი ევრო იქნება. ახალგაზრდა უკრაინელი „შახტარში“ 2018 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 44 მატჩში 12 გოლი გაიტანა. მას უკრაინის ეროვნულ გუნდში დებიუტი შარშან ჰქონდა და 8 შეხვედრა გამართა.