„ლიდსის“ სარეკორდო ტრანსფერი

0
19

ინგლისის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე „ლიდსმა“ „ჰოფენჰაიმიდან“ თავდამსხმელი ჟორჟინიო რიუტერი შეიძინა.
20 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„ლიდსმა“ საფრანგეთის 21-წლამდელთა ფორვარდის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ამ კლუბის ისტორიაში სარეკორდო თანხაა.
რიუტერი ფრანგული „რენის“ აღზრდილია და „ჰოფენჰაიმში“ 2020 წელს გადავიდა. მან გერმანულ გუნდის მაისურით ყველა ტურნირში 64 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.