უბილავამ „სამტრედიას“ მიაშურა

0
53

დავით უბილავა კარიერას კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ „სამტრედიაში“ გააგრძელებს.
28 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონის პირველი ნახევარი თბილისის „საბურთალოში“ დაიწყო, სადაც 7 მატჩი ჩაატარა, ხოლო მეორე ნახევარში „ლოკომოტივში“ 13-ჯერ ითამაშა.
მან კარიერა თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ ქუთაისის „ტორპედოს“ მიაშურა. მან კარიერაში ყველაზე დიდი პერიოდი „ლოკომოტივში“ გაატარა, სადაც 10 სეზონი გამოდიოდა.