პსჟ-ს პირველი მარცხი გალტიეს ხელმძღვანელობით

0
73

პსჟ-მ კრისტოფ გალტიეს ხელმძღვანელობით, რომელიც გუნდში სეზონის წინ მივიდა, პირველი მატჩი წააგო. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურში პარიზელები ნეიმარის და ლეო მესის გარეშე სტუმრად „ლანსს“ შეხვდნენ და 1:3 დამარცხდნენ. ნეიმარმა თამაში დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვა, ხოლო მესი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არგენტინაში ისვენებს. მატჩის დაწყებამდე მასპინძელთა ქომაგები კილიან მბაპეს ოვაციით შეხვდნენ, რასაც პარიზელთა დანარჩენ ფეხბურთელებს ვერ ვიტყვით, რომლებსაც უსტვინეს.
მასპინძლებიდან მე-5 წუთზე ანგარიში ფრანკოვსკიმ გახსნა, სამ წუთში კი ეკიტიკემ საპასუხო ბურთი გაიტანა. 28-ე წუთზე ოპენდამ მასპინძლები წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა. 47-ე წუთზე „ლანსის“ კარი კლოდ-მორისმა აიღო და „ლანსს“ სამი ქულა გაუფორმა.
„ლანსთან“ დაპირისპირებამდე გალტიეს ხელმძღვანელობით პსჟ-მ ყველა ტურნირში 19 მატჩი მოიგო და 4 ფრედ დაასრულა.
პსჟ 20-გუნდიან ლიგა 1-ს 44 ქულით ლიდერობს და მე-2 ადგილზე მყოფ „ლანსს“ 4 ქულით ასწრებს.