„მილანმა“ ტრავმირებული მეკარის მაიკ მენიანის შემცვლელი მოძებნა. ჟურნალისტ ჯანლუკა დიმარციოს ინფორმაციით, იტალიური კლუბი 24 წლის კოლუმბიელ მეკარე დევის ვასკესს შეიძენს, რომელიც ამჟამად პარაგვაის „გუარანში“ გამოდის.
27 წლის ფრანგ მენიანს წვივის კუნთის ტრავმა აქვს და ბოლოს გასული წლის 22 სექტემბერსს ითამაშა, როდესაც ერთა ლიგაში საფრანგეთის ნაკრების კარი ავსტრიასთან შეხვედრაში დაიცვა. მისი ტრავმის შემდეგ, მილანელთა სასტარტო შემადგენლობაში 36 წლის ტატარუშანუ თამაშობს.





