ინგლისის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში ლონდონის „ჩელსი“ სტუმრად „ნოტინგემს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. მე-16 წუთზე ლონდონელები რაჰიმ სტერლინგმა დააწინაურა, ხოლო 63-ე წუთზე სერჟ ორიემ ანგარიში გაათანაბრა. „ჩელსიმ“ ბოლო 7 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო და 16 მატჩში დაგროვებული 25 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლონდონელებს 2015-2016 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი სტარტი აქვთ – მაშინ გუნდმა ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა.





