ინგლისის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში ანტონიო კონტეს გაწვრთნილმა ლონდონის „ტოტენჰემმა“ ბირმინგემის „ასტონ ვილა“ მიიღო, რომელსაც უნაი ემერი ავარჯიშებს და 2 უპასუხო ბურთი მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 50-ე წუთზე მასპინძლების კარი არგენტინელმა ემილიანო ბუენდიამ აიღო. 73-ე წუთზე „ტოტენჰემის“ მეკარე უგო ლორისის კარში ბურთი დუგლას ლუისმა გაიტანა. ლონდონელებმა ბოლო 5 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგეს. შედეგად, გუნდი 30 ქულით მე-5 პოზიციაზეა.





