დენის სუარესი „ვილიარეალში“ ბრუნდება

0
64

დენის სუარესი „სელტას“ დატოვებს და თავისუფალი აგენტის სტატუსით „ვილიარეალში“ გადავა, იუწყება ესპანური გამოცემა Mundo Deportivo. 28 წლის ესპანელი ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს. ცნობისთვი, სუარესი „ვილიარეალში“ 2015-2016 წლების სეზონში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 48 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
ის „სელტაში“ 2019 წლის ზაფხულიდან ირიცხება, მაგრამ მიმდინარე სეზონში სამწვრთნელო შტაბთან კონფლიქტის გამო არცერთხელ უთამაშია.