კარლო ანჩელოტი: „ესპანეთის თასი ერთ-ერთი ტურნირია რომლის მოგება წელს გვსურს“

0
35

კარლო ანჩელოტის განცხადებით მადრიდის „რეალი“ ესპანეთის თასის აღებას გეგმავს. „სამეფო კლუბის“ იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ თასის 1/16-ფინალში ქვედალიგელ „კასერენიოსთან“ მატჩამდე განაცხადა. ცნობისთვის, „რეალს“ ესპანეთის 2014 წლის შემდეგ არ მოუგია.
„ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ტურნირია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არა. ჩვენთვის მთავარი ტურნირი ჩემპიონთა ლიგაა. თუმცა, ამ კლუბის მაისურის ჩაცმის დროს ყველა ტურნირს სადაც მონაწილეობ პატივი უნდა სცე და მოგებას ეცადო. ესპანეთის თასი ერთ-ერთი ტურნირია, რომლის მოგება წელს გვსურს.
ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ. მხოლოდ ოსტატობით ვერ გაიმარჯვებ. ინტენსიურად თამაში და ბრძოლაა საჭირო. ჩვენთვის ესპანეთის თასის აღება მნიშვნელოვანია. მომავალ მატჩში რაც გვაქვს ყველაფერი უნდა ჩავდოთ – ოსტატობა, ინტენსიურობა და ხასიათი“ – ციტირებს ანჩელოტის ესპანური გამოცემა Marca.