ტიერი ანრი: „მეფე მოკვდა მაგრამ მეფე სამუდამოა“

0
58

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და „არსენალის“ თავდამსხმელ ტიერი ანრის მიაჩნია, რომ პელე ყველა თაობის ფეხბურთელთა შთაგონების წყარო იქნება.
„ძალიან საწყენია. მეფე მოკვდა, მაგრამ მეფე სამუდამოა. ვიდრე ფეხბურთი არსებობს და მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, პელეს შესახებ ყოველთვის ვისაუბრებთ. ის ყველა თაობისთვის შთაგონების წყარო  და სამუდამოდ ასე იქნება.
მისი გარდაცვალების დღეს ყველა ბრაზილიელები ვიყავით. პელე ფეხბურთისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თუმცა, ზოგიერთი ლეგენდები არ კვდებიან და ყოველთვის ჩვენთან ერთად არიან. მას ყველაფრისთვის მადლობა“ – განაცხადა ლეგენდარულმა ფრანგმა Amazon Prime-თან ინტერვიუში.