„ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელი ედი ჰაუ 21-ე საუკუნეში პრემიერ ლიგაში ინგლისელ მწვრთნელებს შორის რეკორდი დაამყარა.
მე-17 ტურში „ნიუკასლმა“ სტუმრად „ლესტერს“ 3:0 აჯობა. ჰაუს ხელმძღვანელობით „კაჭკაჭები“ 2022 წელს 21 მატჩი მოიგეს.
ბოლო ინგლისელი სპეციალისტი, რომელმაც ასეთი შედეგი აჩვენა როი ევანსი იყო, რომლის ხელმძღვანელობით „ლივერპულმა“ 1996 წელს 22-ჯერ გაიმარჯვა. კევინ კიგანმა „ნიუკასლთან“ ერთად 1994 წელს 24 გამარჯვება მიითვალა, ხოლო 1995-ში – 23.
ჰაუს წელს კიდევ ერთი მატჩის მოგების შანსი აქვს – 31 დეკემბერს „ნიუკასლი“ „ლიდს“ უმასპინძლებს.




