ჰოლანდმა ფილიპსის მიღწევა მიღწევა გააუმჯობესა და მამას გაასწრო

0
56

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა პრემიერ ლიგის ისტორიაში 20 გოლი ყველაზე სწრაფად გაიტანა.
მე-17 ტურში „სიტიმ“ სტუმრად „ლიდსი“ 3:1 დაამარცხა და ნორვეგიის ეროვნული გუნდის ფორვარდმა დუბლი შეასრულა. ჰოლანდს ამ შედეგის მისაღწევად 14 მატჩი დასჭირდა. მანამდე, რეკორდი კევინ ფილიპს ეკუთვნოდა, რომელმაც „სანდერლენდის“ შემადგენლობაში 1999-2000 წლების სეზონში მეტოქეთა კარი 20-ჯერ 21 თამაშში აიღო.
ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში ევროპის ტოპ-5 ლიგაში 20 გოლი პირველმა გაიტანა. მისი უახლოესი მდევრები ჰარი კეინი („ტოტენჰემი“) და რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“) არიან – 13-13 გოლი.
22 წლის ფორვარდმა გატანილი გოლების რაოდენობით მამას ალფ-ინგე ჰოლანდს აჯობა, რომელმაც „მანჩესტერ სიტის“, „ლიდსისა“ და „ნოტინგემ ფორესტის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 181 თამაშში 18 გოლი მიითვალა.
ჰოლანდმა დორტმუნდის „ბორუსიადან“ „სიტიში“ გადასვლის მერე ყველა ტურნირში ჩატარებულ 26 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 20-ჯერ აიღო და 3 საგოლე პასი მიითვალა. ასევე, მან თავის ანგარიშზე ერთი გოლი ნორვეგიის ნაკრეის შემადგენლობაში სექტემბერში ერთა ლიგაში გაიტანა.
ჰოლანდი პრემიერ ლიგის ისტორიაში მე-6 ლეგიონერია, რომელმაც სადებიუტო სეზონში მინიმუმ 6 გოლი გაიტანა. რეკორდი ესპანელ ფერნანდო ტორესს ეკუთვნის – 24 გოლი. მის მერე არგენტინელი სერხიო აგუერო (23), ნიდერლანდელი რუდ ვან ნისტელროი (23), გერმანელი იურგენ კლინსმანი (20) და დიეგო კოსტა (20) მოდიან.