ნეიმარის უნიკალური შედეგი მიმდინარე სეზონში

0
66

ნეიმარი მიმდინარე სეზონისთვის უნიკალური მიღევის ავტორი აღმოჩნდა. ბრაზილიელი თავდამსხმელი ერთადერთია, რომელმაც ევროპისს ტოპ-5 ლიგაში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.
გუშინ, პარიზელებმა შინ „სტრასბურგი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო ნეიმარმა საგოლე გადაცემა მიითვალა. ამჟამად, 30 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე საფრანგეთის ლიგა 1-ში 11 გოლი და 10 საგოლე პასია.
განვლილ შეხვედრაში მან წითელი ბარათი მიიღო – ჯერ მეტოქის ნახევარმცველ ადრიენ ტომასონისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო გააფრთხილეს, ხოლო შემდეგ „სტრასბურგის“ საჯარიმოში წაქცევისთვის სიმულაციისთვის „გააყვითლეს“.
ბრაზილიელმა ლიგა 1-ში დებიუტის შემდეგ ყველაზე მეტი წითელი ბარათი მიიღო – 5. ის პსჟ-ში 2017-2018 წლების სეზონიდან თამაშობს.