კოდი გაკპო „ლივერპულში“ ითამაშებს

0
35

ნიდერლანდების ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კოდი გაკპო კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს.
ეს ინფორმაცია პსვ-ს ოფიციაალურმა ვებგვერდმა დაადასტურა:
„23 წლის შემტევი უახლოეს ხანში ინგლისში გაემგზავრება, სადაც აუცილებელ ფორმალურ პროცედურებს გაივლის ტრანფერის დასრულებისთვის“.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, „ლივერპული“ გაკპოში დაახლოებით 37 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის. ნიდერლანდელი მერსისაიდელებთან 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გაკპო პსვ- აღზრდილია და პირველ გუნდში 2017 წლიდან თამაშობს. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 159 მატჩში 55 გოლი გაიტანა.