უკრაინელი მცველი ოლექსანდრ აზაცკი ბათუმის “დინამოში” აღარ ითამაშებს, რის შესახებ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული სეზონის ვიცეჩემპიონის პრესსამსახური იუწყება. 28 წლის აზაცკი ბათუმელთა ღირსებას 2021 წლიდან იცავდა და 65 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მან “დინამოსთან” ერთად შარშან საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, ხოლო წელს სუპერთასი.
აზაცკი 2018 და 2019 წლებში ქუთაისის “ტორპედოში” გამოდიოდა, რომლის რიგებში საქართველოს სუპერთასს დაეუფლა.




