„ბორდომ“, რომლი ღირსებას ზურიკო დავითაშვილი იცავს, საფრანგეთის ლიგა 2-ში სეზონი მარცხით განაახლა.
მე-16 ტურში ჟირონდელები სტუმრად „ლე ავრს“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე რიჩარდსონმა გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. ის „ბორდოში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა, პლუს ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.





