ამსტერდამის „აიაქსმა“ დეილი ბლინდის წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. კლუბმა და 32 წლის მცველმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. მას კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა და წასვლის ინიციატორი თავად იყო.
ბლინდი ნიდერლანდურ გრანდში 2008-2014 და 2018-2022 წლებში გამოდიოდა. მან ყველა ტურნირში 333-ჯერ ითამაშა და 13 გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში ნიდერლანდების ნაკრების უკანაზახელმა ამსტერდამელებში 19-ჯერ ითამაშა და 2 საგოლე პასი გააკეთა.





