„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმჰენი უახლოეს პერიოდში კლუბიდან წასვლას არ გეგმავს.
„ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ვთამაშობ, რომელთან ერთად წარმატების მიღწევა სურს. იტალიაში რამე მნიშვნელოვანი ტიტულის მოგება მინდა. რთული წარმოსადგენია, რომ „ნაპოლიზე“ უკეთესი რომელიმე გუნდია. კონკრეტულად მიმდინარე სეზონზე ვარ სფოკუსირებული, რადგან ჯერ არაფრისთვის მიგვიღწია. რამე ჯილდო უნდაა მოვიგოთ, ხოლო შემდეგ შევხედავთ“ – იუწყება ნიგერიის ეროვნული გუნდის თავდამსხმელის ნათქვამს გამოცემა Il Mattino.
ოსიმჰენი „ნაპოლიში“ 2020 წლიდან გამოდის. მან ნეაპოლელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 14 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.




