„მანჩესტერ იუნაიტედი“ ნიდერლანდელ მცველს ყიდულობს

0
99

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ლევერკუზენის „ბაიერიდან“ ჯერემი ფრიმპონგის შეძენასთან ახლოსაა, იუწყება ინგლისური მედია. გამორიცხული არაა მანჩესტერელებმა 22 წლის ნიდერლანდელი იანვარში გადაიბირონ. „ბაიერი“ მზადაა ახალგაზრდა მცველს 26 მილიონ ევროდ შეელიოს.
ფრიმპონგი „ბაიერში“ 2021 წლის იანვრიდან გამოდის და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 21 მატჩში 5 გოლი გაიტანა, თან 3 საგოლე პასი გააკეთა.
ნიდერლანდელი „მანჩესტერ სიტის“ აკადემიის აღზრდილია, სადაც 2010-2019 წლებში ირიცხებოდა.