ტურინის „იუვენტუსი“ „ლესტერიდან“ ნახევარმცველ იური ტილემანსის შეძენას გეგმავს, იუწყება Calciomercatoweb.
იტალიურ კლუბს 25 წლის ბელგიელის დამატება 2023 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა. კლუბის ხელმძღვანელები ბელგიელს ფრანგი ადრიენ რაბიოს შემცვლელად განიხილავენ, რომელთან კონტრაქტის გაგრძელებას აღარ გეგმავენ.
გამომდინარე იქიდან, რომ ტილემანს ინგლისურ კლუბთან ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში ეწურება, მას იანვარში სხვა კლუბებთან მოლაპარაკების წარმოების უფლება აქვს.
ბელგიის ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში „ლესტერში“ ჩატარებულ 18 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
.





