ზლატკო დალიჩი: „მაროკოს ნაკრები ჩემს გუნდს მაგონებს ოთხწლიწადნახევრის წინ“

0
42

ზლატკო დალიჩს მაროკოს ნაკრები თავის გუნდს აგონებს ოთხწელიწადნახევრის წინ. ხორვატების ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ხვალ მაროკოელებთან გასამართი მე-3 ადგილისთვის მატჩის წინ განაცხადა.
„მაროკოს ნაკრები ჩემს გუნდს მაგონებს ოთხწლიწადნახევრის წინ. მაროკოელებისგან ასეთ დონეზე თამაშს არავინ ელოდებოდა, მაგრამ მათ მე-3 ადგილისთვის მატჩამდე თავისი დონისა და ემოციის წყალობით მიაღწიეს. ისინი მატჩიდან მატჩამდე უმატებდნენ და ვფიქრობთ, დიდი თამაში გველოდება, უფრო რთული დაპირისპირება, ვიდრე პირველი მატჩი ჯგუფურ ეტაპზე.
მეტოქეს დიდ პატივს ვცემ. მაროკო ერთიანობას აჩვენებს და არავისი ეშინია“ – ციტირებს დალიჩს Index.hr.
ჯგუფურ ეტაპზე ამ გუნდებს შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.