ფერნანდუ სანტუშის თქმით, პორტუგალიის ნაკრებში მუშაობა მისი ოცნება იყო, რომელიც განახორციელა, ხოლო საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა პრივილეგიაა. მან ამის შესახებ პორტუგალიის ეროვნული გუნდიდან დათხოვნის შემდეგ ისაუბრა.
“გუნდს დიდი მადლიერების გრძნობით ვტოვებ, რადგან ნაკრების მწვრთნელობა და საკუთარი ქვეყნის საერთაშორისო დონეზე წარდგენა პრივილეგიაა. ეს ოცნება იყო, რომელიც ავისრულე და მიზანი რომელსაც მივაღწიე.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ფეხბურთელს გამონაკლისის გარეშე, რომლებთან ერთად 2014 წლიდან ვმუშაობდი. გუნდს როდესაც ხელმძღვანელობა მძიმე არჩევანის გაკეთება გიწევს და ცხადია, ყოველთვის იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადოა კოლეგებს. ფედერაციას, ყველას ვისთან ერთად ვმუშაობდი. დაბოლოს, მინდა მადლობა ვუთხრა პორტუგალიელ გულშემატკივრებს. ახლა ერთი თქვენგანი გავხდები – ერთი იმ მილიონებიდა, რომლებიც ნაკრებს მხარს უჭერენ” – თქვს სანტუშმა.
