საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების თავკაცის თანამდებობა შეინარჩუნა

0
44

გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთაავრი მწვრთნელის თანამდებობა შეინარჩუნა.
ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გაავრცელა:
„სამწვრთნელო შტაბმა, კარგად მოამზადა გუნდი მთელი ტურნირის განმავლობაში. მოთამაშეები ჯილდოს მოსაგებად საბრძოლველად მზად იყვნენ. ჩვენ არ უნდა გავვარდნილიყავით. ძალიან საინტერესო და ახალგაზრდა გუნდი გვყავს. საბოლოო შედეგის მიუხედავად, ეს გუნდი კატარში თავისი გამოსვლით უნდა ამაყობდეს“.
ინგლისის ნაკრები კატარში მიმდინარე მუნდიალის 1/4-ფინალში საფრანგეთთან 1:2 დამარცხდა.
52 წლის საუთგეიტი ინგლისელებს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით გუნდმა მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ევრო-2020-ზე ფინალში გავიდა, სადაც პენალტების სერიაში იტალიასთან დამარცხდა.