„ნაპოლიმ“ თურქულს შეკრებაზე კიდევ ერთი ამხანაგური თამაშში ჩაატარა. იტალიის სერია A-ს ლიდერი ინგლისის პრემიერ ლიგის „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა სასსტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. „ანთალიასფორთან“ (3:2) სპარინგის მსგავსად კვარაცხელიას გოლი ან საგოლა პასი არც ამჯერად გაუკეთებია.
„ნაპოლიდან“ დუბლი ჯაკომო რასპადორიმ შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ვიქტორ ოსიმენის ანგარიშზეა. „კრისტალ პალასიდან“ თავი ვილფრიდ ზაამ გამოიჩინა.
21 წლის კვარაცხელია, რომელიც „ნაპოლიში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, ყველა ტურნირში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „გამოიმუშავა“.





