“გოლდენ სტეიტ უორიორზის” ვარსკვლავი სტეფ კარი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მიმდინარე გათამაშებაში მატჩების დასკვნითი ექვსი წუთის განმავლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა.
კალიფორნიელთა სნაიპერისგან განსხვავებით, „მილუოკი ბაქზის“ ბერძენი წინახაზელი იანის ანტეტოკუნმპო განსაკუთრებული შედეგიანობით ნბა-ს შეხვედრების მესამე და მეოთხე პერიოდების საწყის 6 წუთში გამოირჩევა.
ცნობისთვის, დღეს დილით მილუოკელებს ანტეტოკუნმპოს 16 ქულამ და 18 მოხსნამ ვერ უშველა – „ბაქზმა“ ტეხასელთა „ჰიუსტონ როკითსთან“ 92:97 წააგო. მატჩში მონაწილეობა არ მიუღია სანდრო მამუკელაშვილს.




