ჰარი კეინი: „როგორც კაპიტანი პასუხისმგებლობას ვიღებ“

0
40

ჰარი კეინმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში საფრანგეთთან (1:2) წაგებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. განვლილ შეხვედრაში ინგლისელთა კაპიტანმა 84-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა და ანგარიშის გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა.
„ამ მარცხის მიღება ჩემთვის და გუნდისთვის რთულია. ამასთან ერთად ცხოვრება მომიწევს. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ავიღო.
ამ გუნდით ისე ვამაყობ, რომ უფრო მეტად წარმოუდგენელია. ჩვენ უფრო ხარისხიანი მონაკვეთები გვქონდა და უკეთესი მომენტები შევქმენით, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერს მცირე დეტალები წყვეტს. როგორც კაპიტანი და მოთამაშე, რომელმაც პენალტი ვერ გავიტანე, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.
თავდაჯერებული ვიყავი, მაგრამ პენალტი ისე ვერ შევასრულე, როგორც მსურდა“ – იუწყება კეინის ნათქვამს bbc.com.