გარეთ საუთგეიტი: „ყველაფერი დეტალებმა გადაწყვიტა“

0
38

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს მიაჩნია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში საფრანგეთთან (1:2) წაგებულ შეხვედრაში ყველაფერი დეტალებმა გადაწყვიტა.
„თამაშმა მოლოდინი გაამართლა. საბოლოოდ ყველაფერი გატანილმა გოლებმა გადაწყვიტა. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ მოედანზე მთელი ძალა დახარჯეს. ყველაფერი რაღაც დეტალებმა გადაწყვიტა მოედნის ორივე მხარეს. ამ ტურნირზე გამოსვლით ვამაყობ. ჩემთვი მსაჯზე საუბარს აზრი არ აქვს. უკეთესია, ჩემს ფეხბურთელებზე ვილაპარაკო.
ვულოცავ საფრანგეთს, რომელმაც იცის თუ რა მძიმე მატჩი გამოიარა. არა მგონი, რომ კიდევ რაღაცის გაკეთება შეგვეძლო. ჩვენ ვიგებთ და ვაგებთ როგორც ერთიანი გუნდი. ორი გოლი გავუშვით და საკუთარი საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ჰარი კეინი ინგლისის ნაკრებში საუცხოოდ თამაშობს. ის ძალიან საიმედო ფეხბურთელია. ჰარი რომ არა, ჩვენ ტურნირის ამ სტადიაზე არ ვიქნებოდით.
მნიშვნელოვანი მომენტების უმეტეს ნაწილში ყველაფერს სწორად ვაკეთებდით. მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვედით და გვჯეროდა, რომ ამას გავაკეთებდით. ჩვენ გუნდს ეს შეუძლია“ – განაცხადა საუთგეიტმა ITV-ს ეთერში.