სკალონი: „ლეო ყველა დროის საუკეთესოა“

0
24
Argentina's Lionel Messi celebrates after scoring Argentina's second goal during the World Cup quarterfinal soccer match between the Netherlands and Argentina, at the Lusail Stadium in Lusail, Qatar, Friday, Dec. 9, 2022. (AP Photo/Francisco Seco)

არგენტინი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ნიდერლანდებთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.
„დაძაბული თამაში იყო, მაგრამ გასაკვირი არაა, რადგან ეს 1/4-ფინალია. მოედანზე რაც მოხდა მოედანზე უნდა დარჩეს. ლეო ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მან აჩვენა, რომ ყველა დროის საუკეთესოა. ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენს მხარესაა.
ჰოლანდიელებმა ისე ითამაშეს, როგორც არ ველოდი. თუმცა, თითოეული გუნდი და მწვრრთნელი წყვეტს როგორ ითამაშოს. მათ საფეხბურთო ფილოსოფიაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ მეორე ტაიმში ულამაზოდ თამაშობდნენ“ – ციტირებს სკალონის არგენტინული მედია.
არგენტინის ნაკრები 13 დეკემბერს 1/2-ფინალში ხორვატიას შეხვდება.