ნეიმარი: „საუბედუროდ ჩვენ არასამართლიან თამაშში გავვარდით“

0
33

ნეიმარს მიაჩნია, რომ ბრაზილის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან უსამართლოდ გავარდა. ბრაზიელიელთა შეტევის ლიდერმა ამის შესახებ 1/4-ფინალში ხორვატიასთან პენალტების სერიაში მარცხის მერე განაცხადა.
„ახლა საუბარუ რთულია. თავი ბევრი რამითაა გამოტენილი, მაგრამ გასახდელში ვისაუბრეთ თუ ეს მარცხი რას გვასწავლის. ძალიან შეკრული გუნდი გვყავს, მხიარული და ბედნიერი კოლექტივი, მაგრამ დღევანდელი დღე სამწუხარო აღმოჩნდა.
საუბედუროდ ჩვენ არასამართლიან თამაშში გავვარდით. ახლა გამოძინების და ახლობლების მოფერების დროა. მხოლოდ მათ შეუძლიათ დაგვამშვიდონ.
მსურს ვისაუბრო მთელ ციკლზე და იმ დღეებზე, რომლებიც ერთად გავატარეთ. ყველაფერმა ისე სწრაფად ჩაიარა, რომ ამისგან მაქსიმუმი უნდა მივიღოთ. ამა თუ იმ მოთამაშის კარიერა ნაკრებში სრულდება და ახალგაზრდობა მოდის. აქ ბევრი მეგობარი შევიძინეთ და მიხარია, რომ გუნდის ნაწილი ვარ, თითოეულით ვამაყობ. სამწუხაროდ. ამ შემადგენლობით მსოფლიო ჩემპიონატი ვერ მოვიგეთ, მაგრამ ასეთი რამ ხდება. ახლა დამწუხრებულები ვართ და რთულია სიტყვების მოძებნა, რომლითაც თითოეულს დაამშვიდებ“ – იუწყება ნეიმარის ნათქვამს ბრაზილიური მედია.