ლუკა მოდრიჩის თქმით, ხორვატიის ნაკრებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არასოდეს ნებდება. ხორვატების კაპიტანმა ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ბრაზილიასთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„მეტოქემ როდესაც გაგვიტანა, თამაში თითქმის წავაგეთ. ყველა ფიქრობდა, რომ ჩვენი აღსასრული დადგა. თუმცა, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ არასოდეს ვნებდებით. ჩვენი რწმენა საოცარია.
მატჩი ფრედ დავასრულეთ, ხოლო პენალტების სერიაში თავდაჯერებული ვიყავით. სერიას როცა გატანილი პენალტით იწყებ, ხოლო მეტოქე აცილებს, თავდაჯერება გემატება.
ცხადია, მსოფლიო ჩემიონატის წინ ჩვენზე ფსონი არავის გაუკეთებია ან არ მიაჩნდათ, რომ ასე შორს წავიდოდით. მნიშვნელოვანია, რომ რწმენა გვაქვს და ისევ ნადვილი გუნდი გვყავს კარგი ახალგაზრდობით. ბუნებრივია, ასეთი გამარჯვება უფრო მეტ თავდაჯერებას შეგვძენს მომავალი მატჩის წინ“ – ციტირებს ხორვატული მედია მოდრიჩს, რომლის გუნდი 13 დეკემბერს 1/2-ფინალში არგენტინას შეხვდება.





