ფერნანდუ სანტუში: „დიდი სურვილი გვქონდა, მაგრამ არ გამოგვივიდა“

0
72

ფერნანდუ სანტუშის თქმით, პორტუგალიის ნაკრებს მაროკოსთან გამარჯვების დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ არ გამოუვიდა. პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში მაროკოელებთან 0:1 მარცხის მერე განაცხადა.
„პირველ ტაიმში სირთულეები შეგვექმნა და თამაშში „შესასვლელად“ ბევრი დრო დაგჭირდა. მეტოქე ძალიან თავდაჯერებული გამოიყურებოდა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ საკუთარი თამაში ვერ ვიპოვეთ. დიდი სურვილი გვქონდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. მოთამაშეები საკუთარ თავში დარწმუნებული იყვნენ, მაგრამ მთელი ძალით ვერ ითამაშეს, თუმცა საგოლე მომენტები გვქონდა.
ჩვენ დასახულ ამოცანას გავუმკლავდით, მაგრამ გულმოდგინედ ვიმუშავეთ. ჩემი მომავალი? ხვალ ლისაბონში ვბრუნდებით, სადაც ფედერაციის ხელმძღვანელებს შევხვდები“ – ციტირებს სანტუშს record.pt.