მაროკოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ 1/4-ფინალში პორტუგალიასთან (1:0) გამარჯვების და 1/2-ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა, რომ ეს დასასრული არაა.
„ჩვენ დიად პორტუგალიურ გუნდს დავუპირისპირდით. მატჩის წინ მოთამაშეებს ვუთხარი, რომ აფრიკის ისტორიაში უნდა შევიდეთ, რაც გავაკეთეთ. ჩვენ ვპროგრესირებთ და ოსტატობას ვაუმჯობესებთ. ჩვენ ვფიქრობდით მსოფლიო ჩემპიონატის ამ სტადიას როდის მივაღწევდით და ახლა მივაღწიეთ. ეს დასასრული არაა.
პორტუგალიელებმა გაცილებით მეტი პრობლემები შეგვიქმნეს, ვიდრე ესპანელებმა. საერთოდ არ მესმის ვის შეუძლია გაგვაკრიტიკოს, რადგან ვთამაშობთ როგორც შეგვიძლია და ბოლომდე ვიბრძვით“ – იუწყება რეგრაგის ნათქვამს RMC Sport.





