ლუის ვან გაალი: „ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელად აღარ ვიმუშავებ“

0
29

შემდეგ, ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობას აღარ გააგრძელებს.
„ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელად აღარ ვიმუშავებ. გაწეული სამუშაოთი ძალიან ვამაყობ. გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე მივიყვანე. გუნდი ჩამოვაყალიბეთ და როდესაც უკან ვიხედები რაღაც ძალიან პოზიტიურს ვხედავ.
მოთამაშეებს ვთხოვე, რომ თავის კლუბებში პენალტებზე ევარჯიშათ, რაც მთა გააკეთეს. ფანტასტიკური მიღწევა იყო, როდესაც 0:2 მერე თამაშში დავბრუნდით. მაგრამ პენალტებში მარცხი მძიმეა.
საკუთარ თავს ვერ დავადანაშაულებ, რადგან ყველაფერი სწორად მოვამზადეთ. ჩემმა მოთამაშეებმა ბოლომდე იბრძოლეს. ძალიან ვამაყობ, რომ ზედიზედ 20 თამაშსი არ ვაგებდით. საწყისი 2 პენალტი ვერ გავიტანეთ და ამან დანარჩენ შემსრულებლებზე იმოქმედა. პენალტები ლატარეაა და არგენტინელთა საბედნიეროდ მათ ის მოიგეს. თუმცა, ვაღიარებ, რომ ვფიქროდი პენალტებში ჩვენ გავიმარჯვებდით, იმ ვარჯიშებიდან გამომდინარე რომლებიც ჩავატარეთ“ – ციტირებს 71 წლის სპეციალისტს ნიდერლანდური მედია.