ფიფამ ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იუარა

0
38

არსენ ვენგერის განცხადებით, ფიფამ ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იუარა.
„მე მთხოვეს ამ იდეაზე მეფიქრა და მიმაჩნია, რომ არცთუ ცუდი აზრია. თუმცა, ასეთი ცვლილებებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი მთლიანად უნდა გადაიხედოს.
დღეს ამისკენ არ მივისწრაფვით. ჩვენ ოთხწლიანი ციკლის მომხრე ვარ, რომლის განმავლობაში ვაჟთა ჩემპიონატი ქალთას, რომელიც სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ევროპის პირველობას და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს შეენაცვლება. ეს უკანასკნელი აუცილებელია“ -განაცხადა ლონდონის „არსენალის“ ფრანგმა ექსმწვრთნელმა, რომელიც ამჟამად ფიფას გლობალური განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობს.