ლუის ვან გაალი: „არგენტინაზე შური უნდა ვიძიოთ“
ლუის ვან გაალი არგენტინასთან შურისძიებას აპირებს. ნიდერლანდელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ კატარში მიმდინარე მუნდიალზე დღეს არგენტინასტან გასამართი 1/4-ფინალის წინ განაცხადა.
„ჩვენ დარტყმების ტექნიკაზე და მეტოქის დეზიონტირებაზე ვმუშაობდით. 1/4-ფინალით დაკმაყოფილება არ გვსურს. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონობა გვინდა. მესი ფეხბურთელია, რომელსაც მატჩის ბედი გადაწყვეტა დამოუკიდებლად შეუძლია. 2014 წელს ჩატარებულ შეხვედრაში ის ბურთს ერთხელაც არ შეხებია, მაგრამ ჩვენ პენალტებში დავმარხდით. ახლა გვინდა არგენტინაზე შური უნდა ვიძიოთ“- განაცხადა ვან გაალმა, რომლის ხელმძღვანელობით ნიდრლანდებმა ბრაზილიაში 2014 წელს გამართულ მსოფლიო პირველობაზე 1/2-ფინალში წააგო.





