ხორვატიის ეროვნული ნაკრების ექსფორვარდ ივიცა ოლიჩს, რომელიც ამჟამად ზლატკო დალიჩის შტაბში მუშაობს, მიაჩნია ბრაზილიასთან უშანსოდ არ არიან.
„ჩვენ ბრაზილიასთან შანსი გვაქვს. ჩვენი სათამაშო დონე ასეთი დიდი გუნდების დამარცხების საშუალებას გვაძლევს. ეს ერთა ლიგაში მსოფლიო მოქმედ ჩემპიონა საფრანგეთთან დავამტკიცეთ, რომელთა სახლში 1:1 ვითამაშეთ, ხოლო სტუმრად 1:0 დავამარცხეთ. ამიტომ, ბრაზილიის არ გვეშინია. მნიშვნელოვანია, რომ მეტოქეს საწყისი ნახევარი საათისს განმავლობაში მათ ბევრი რამის გაკეთების საშუალება არ მივცეთ.
მოდრიჩი? ლუკა უმაღლესი დონის თამაშს აჩვენებს. ის ჩვენი ლიდერია და საკუთარ თავზე მთელ პასუხისმგებლობას იღებს. ასაკის მიუხედავად ლუკა ძველებურად ძლიერი და სწრაფია, ხოლო ბურთს ჯადოსნურად ფლობს“ – ციტირებს Bild. ოლიჩს, რომლის გუნდი კატარის მუნდიალის 1/4-ფინალში ბრაზილიას დღეს დაუპირისპირდება.





