ბრაზილიის მთავარ მწვრთნელ ტიტეს მიაჩნია, რომ მის გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვაა, რომლის დარღვევის შემთხვევაში მარცხის რისკი იზრდება. მან 1/8-ფინალში კორეელებთან (4:1) მოგებული მატჩის შემდეგ ასევე ნაკრებში ნეიმარის განსაკუთრებულ როლს ხაზი გაუსვა და გოლის აღსანიშნად შესრულებულ „მტრედის ცეკვაზეც“ ისაუბრა.
„თუ ბალანსი წამით მაინც დაირვევა, მაშინ მარცხის შესაძლებლობა იზრდება. როდესაც შემადგენლობაში ასეთი მოთამაშეები გყავს, მოედანზე სწორი განლაგება, უბურთოდ თამაში და უკანა ხაზის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მაგალითად, ჩვენს ორ განაპირა მცველს უფრო შემქმნელის როლი აკისრია. ეს ცოცხალი ორგანიზმია, რომლის დაბალანსებას ვცდილობთ.
ნეიმარი გუნდის ლიდერია. მას მოედანზე ყოველთვის ეძებენ. თითოეულ ჩვენ ფეხბურთელს თავისი საოცარი თვისებები აქვს, ხოლო ნეიმარი ცენტრია, რომელიც ყველა დანარჩენების თამაშს აძლიერებს.
„მტრედის ცეკვას“ რაც შეეხება, ყოველთვის მოიძებნებიან არაკეთილისმსურველები, რომლებიც ამას უპიტივისცემლობად აღიქვამენ. მოთამაშეებს ვუთხარი, რომ მომფარებოდნენ, რათა დავმალულიყავი. სხვა არავითარი ინტერპრეტაცია არ მინდოდა, გარდა გოლით, შედეგით და მთლიანად თამაშით გამოწვეული სიხარული გამომეხატა. მეტოქე ფეხბურთელების ან მათი მთავარი მწვრთნელი პაულუ ბენტუს მიმართ, რომელსაც პატივს ვცემ, უპატივისცემლობა არ გამომიხატავს. უბრალოდ. ვერ დამმალეს (იცინის)“ – იუწყება თამაშის შემდეგ ტიტეს მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვა,ს ბრაზილიური მედია.
ბრაზილია 9 დეკემბერს მეოთხედფინალში ხორვატიას დაუპირისპირდება




