ნეიმარი: „უფრო წინ წასვლის დრო დადგა“

0
42

ნეიმარს მიაჩნია, რომ დროა ბრაზილიის ნაკრებმა იმაზე უფრო წინ წაიწიოს, ვიდრე ეს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე მოახერხა. მან ამის შესახებ 1/8-ფინალში სამხრეთ კორეასთან (4:1) გამარჯვების და 1/4-ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა, სადაც 9 დეკემბერს ხორვატიას დაუპირისპირდება.
„უფრო წინ წასვლის დრო დადგა, ვიდრე ეს წინა მსოფლიო ჩემპიონატებზე მოვახერხეთ. ჩვენ ტიტულზე ვოცნებობთ, მაგრამ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაკეთოთ.
მეოთხე შეხვედრა ჩავატარეთ და კიდევ სამი დაგვრჩა. საუცხოოდ მოვემზადეთ და ტიტულის მოსაგებად კონცენტრირებილნი ვართ.
ტრავმის გამო მართლაც შეშინებული ვიყავი, რადგან მანამდე ყველაფერი კარგად მიდიოდია და ძალიან კარგი სეზონი მქონდა. ასეთი დაზიანების მიღება ძალიან არასასიამოვნო იყო. მთელი ღამე ვტიროდი, რაც ჩემმა ოჯახმა იცის. თუმცა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა“ – ციტირებს ნეიმარს ბრაზილიური მედია.