საფეხბურთო კლუბ “თელავს”, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, მომავალ სეზონში ახალი სპონსორი ეყოლება. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ 2023 წელს საფეხბურთო კლუბი “თელავი” სიახლით დაიწყებს და ჩვენს კლუბს ახალი თანასპონსორი ეყოლება – “თელავის ღვინის მარანი”.
სკ “თელავი” ცხადია, მოხარულია კომპანიის დაინტერესებით, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ჩვენი გუნდის წინსვლა-განვითარებაში, ჩვენი მხრიდან კი მადლობა “თელავის ღვინის მარანს” გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის, ძალა ერთობაშია და გვჯერა, ერთობლივი ქმედითი ნაბიჯებით წარმატებები მოვა”.




