ესპანეთი მუნდიალს მაროკოსთან გამოეთიშა – ბონოს გმირობა

0
62

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა. 1/8-ფინალში ლუის ენრიკეს გაწვრთნილი ესპანელები მაროკოს დაუპირისპირდა, რომელსაც ვალიდ რეგრაგი ავარჯიშებს და პენალტების სერიაში დამარცხდა.
მატჩის ძირითად დროში დასამახსოვრებელი მხოლოდ მარკო ასენსიოს მომენტი აღმოჩნდა, რომელიც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდა შეიჭრა და მისი დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. დანარჩენი დროის განმავლობაში ესპანეთი ტრადციაულად ბურთს აკონტროლებდა, ხოლო მაროკო თავის შანსს კონტრშეტევეში ეძებდა.
საბოლოოდ გოლი ვერცერთმა გუნდმა გაიტანა და დამატებით დრო დაინიშნა, რომლის პირველ 15 წუთში ჩედირას ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ კართან ახლოს მდგომაა ხეირიანად ვერ დაარტყა და ბურთი მეკარე უნაი სიმონმა მოიგერია. შეხვედრის ბოლო წუთზე შეცვლაზე შესულმა სარაბიამ, რომელმაც მიმდინარე მუნდიალზე პირველად ითამაშა, თანაგუნდელის პასის შემდეგ საჯარიმოში მყოფმა მარჯვენა მახვილი კუთხიდან დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
პენალტების სერია საბირის ზუსტმა დარტყმა გახსნა, ხოლო ესპანელებიდან პირველი ბურთთან სარაბია მივიდა, რომლის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ამის შემდეგ ზიეჩმა თავისი შანსი გამოიყენა, ხოლო კარლოს სოლერის დარტყმული ბონომ მოიგერია. თავის მხრივ ბენოუნს მაროკოს მეკარემ აუღო, მაგრამ სერხიო ბუსკეტის დარტყმული ისევ ბონომ გაანეიტრალა. ბოლო პენალტი აშრაფ ჰაკიმიმ შეასრულა და თავისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
მაროკოს ნაკრები არსებობის ისტორიაში მუნდიალის 1/4-ფინალში პირველად ითამაშებს. გარდა ამისა, მაროკო მე-4 აფრიკული ნაკრებია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში გავიდა.
რეგრაგი პირველი აფრიკელი მწვრთნელია, რომელმაც გუნდი მუნდიალის 1/4-ფინალში გაიყვანა.
ესპანეთი ბოლო სამი მსოფლიო ჩემპიონატია 1/8-ფინალს ვერ გაცდა – 2014 წელს ბრაზილიაში ჯგუფში ჩარჩა, ხოლო 4 წლის წინ მასპინძელ რუსეთთან ასევე პენალტებში დამარცხდა.
ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატებზე პენალტების სერია 5-ჯერ შეასრულა და 4-ჯერ დამარცხდა – ყველაზე მეტჯერ ისტორიაში.