კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 წრის საუკეთესო მწვრთნელად თბილისის “დინამოს” თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი დაასახელეს, ხოლო საუკეთესო მოთამაშედ – წარმოშობით მაროკოელი, მაგრამ ნიდერლანდების მოქალაქე ულად-ომარ იმრანი.
ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით “დინამომ” მე-4 წრეში 9 მატჩიდან 7 მოიგო, ხოლო 2 ფრედ დაასრულა. საბოლოოდ, “დინამომ” სეზონი ოქროს მედლებით დაასრულა და არსებობის ისტორიაში საქართველოს ჩემპიონატი მეცხრამეტედ მოიპოვა, ხოლო ჭიაბრიშვილმა სამწვრთნელო კარეირაში ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა. მანამდე, მან “ზესტაფონი” და “საბურთალო” გააჩემპიონა.
მე-4 წრეში იმრანმა 4 გოლი გაიტანა და გუნდის წარმატებაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
მე-4 წრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
კუტალაძე („დინამო“ თბ.), მონტეირო („ტორპედო“), მალი („დინამო“ თბ.), ტაბიძე („დინამო“ თბ.), ვანდერსონი („დილა“), ალეფ სანტოსი („დილა“), ჯეფინიო („სამგურალი“), იმრანი („დინამო“ თბ.), რუხაძე („სამგურალი“), კამარა („დინამო“ თბ.), ჯოვინო ფლამარიონი („დინამო“ ბთ
.).





