ლუის ენრიკე: „პასუხისმგებლობა ჩემზეა, გუნდით ვამაყობ“

0
60

ლუის ენრიკეს მიაჩნია, რომ მაროკოსთან მატჩში მისი გუნდი დომინირებდა, მაგრამ უფრო მეტი საგოლე მომენტი უნდა შეექმნა. ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში მაროკოსთან პენალტების სერიაში მარცხისა და ტურნირიდან გავარდნის შემდეგ ისაუბრა.
„ფეხბურთი სპორტის საოცარი სახეობაა. ცხადია, ამაში იგულისხმება, რომ გუნდს შეუძლია გაიმარჯვოს თუ შეუტევს. ვფიქრობ, მაროკოსთან შეხვედრაში ვდომინირებდით, მაგრამ ამავე დროს გვსურდა უფრო მეტი საგოლე მომენტი შეგვექმნა. კარის მიმაართულებით 11-ჯერ დავარტყით, თუმცა ჩარჩოში ბურთი მხოლოდ ერთხელ მოვახვედრეთ, რაც ძვირად დაგვიჯდა.
პენალტებში დავმარცხდით, მაგრამ გუნდით ვამაყობ. პასუხისმგებლობა ჩემზეა, რადგან პირველი სამი დამრტყმელი მეშევარჩია, ხოლო დანარჩენები თავად მოთამაშეებმა გამოავლინეს. თუმცა, ჩვენ მეოთხე დარტყმამდეც ვერ მივედით. ბონო საუცხოო მეკარეა, როდესაც საქმე თერთმეტმეტრიანებს ეხება და დღესაც ძალიან მაგრად ითამაშა.
ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ის გვრჩება, რომ მეტოქეს გამარჯვება მივულოცოთ. ჩვენს გულშემატკივრებს თანავუგრძნობ, მათ მხარდაჭერას ვგრძნობდი.
ახლა საუკეთესო დრო არაა, რომ ჩემს მომავალზე ვისაუბროთ. ახლა სახლში დაბრუნება მსურს, ხოლო ამ საკითხებს მომავალ კვირაში განვიხილავთ“ – განაცხადა ენრიკემ La 1-თან საუბარში.